თბილისი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრში პროექტის - „მედია გარემოსთვის" ფარგლებში ბლოგერებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
„ტრენინგზე ბიომრავალფეროვნების წინაშე არსებული საფრთხეებისა და მისი კონსერვაციის გარდა ადამიანის ეკოლოგიური უფლებები, დაცული ტერიტორიები, ბუნების ტურიზმი, მედიის როლი გარემოს დაცვაში და საგამომძიებლო გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა იყო განხილული," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში