თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" ჟურალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
„გავრცელებული ინფორმაციით 23 სექტემბერს წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას „კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ მათეშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა, უცენზურო სიტყვებით მიმართა და სახეში დაარტყა.
... აუცილებელია დაწყებული გამოძიება წარიმართოს სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს ყველა პრეცენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელისშეშლისგან," ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge