თბილისი. 26 სექტემბერს, მოძრაობა „აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით, სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია გამართეს.
„სტუდენტები რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი შერვაშიძის არჩევას და დღევანდელი განათლების სისტემას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას, გარე რეფერირების სისტემის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობის ძირეულ რეფორმას, სტუდენტური საცხოვრებლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვდნენ", ნათქვამია ლიბ-ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში