თბილისი. გენდერული საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საქართველოში 854 მაჟორიტარიდან მხოლოდ 147 არის ქალი".
„ცესკოს შუალედურ ანგარიშში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს გენდერულ სტატისტიკას და იმ სამუშაოს, რომელიც ცესკომ გასწია გენდერული კუთხით. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 854 მაჟორიტარიდან 147 (17.21%) ქალია, 3592 პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატიდან 1330 (37%) ქალი და 2262 (62,97%) კაცია, დამოუკიდებელი კანდიდატებიდან კი, რომელთა რიცხვიც 57-ა, მხოლოდ 8 არის ქალი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ginsc.net