en
ge

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილეს

სამცხე-ჯავახეთი. 26 იანვარს, ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს. შეხვედრა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა და მას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა. 
,,მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს იმ ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობებს ეხება, თითქმის ყველგან, გარდა ქუთაისისა, აშკარა იყო მხარდაჭერა იმისა, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ის მუხლი, რომელიც პარლამენტს ავალდებულებს მხოლოდ ქუთაისში იმუშაოს”, - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.
,,თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, არ შეიძლება განუსაზღვრელი უფლება ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ან პარლამენტს, რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობას, საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს”, - თქვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ტოლერანტის” ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით მოეწყო. მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)