8 ოქტომბერს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკურ პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, წინასწარი დაჯავშნის გარეშე, შეეძლებათ გამოიყენონ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სივრცე. ასევე, კომპიუტერული ლაბორატორია ინფორმაციის გაცვლის, კოორდინაციის, სამოქალაქო აქტივობის, ბრიფინგებისა და მედიასთან ურთიერთობისთვის.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები შაბათს იმუშავებს 7:00 საათიდან გვიან ღამემდე.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ფუნქციონირებს: საგარეჯოში, თელავში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს: www.cce.ge
წყარო: ewmi-access.org