en
ge

e-learning-ის მეოთხე ციკლზე სწავლა დაიწყო!

თბილისი. ონლაინ სასწავლო პროგრამის მეოთხე ციკლზე სწავლა დღეს, 10 ოქტომბერს დაიწყო. განაცხადების მიღება 5 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა. ჯამში 6 კურსზე 1 300-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა.
სწავლებისთვის შეირჩა და საიტზე დარეგისტრირდა 360 მსმენელი. ძირითადი სამიზნე ჯგუფები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.
ონლაინ სასწავლო პროგრამა 6 კურსს მოიცავს:
სოციალური კვლევის მეთოდები - ლექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი
საჯარო პოლიტიკის ანალიზი - ლექტორი ქეთი მელიქაძე
ადვოკატირება ლობირება - ლექტორი ვაჟა სალამაძე
საჯარო ფინანსები - ლექტორი ოთო კიკვაძე, მიშა ძაგანია
ეკონომიკის საფუძვლები - ლექტორი თენგიზ შერგელაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია - ლექტორი კახა მაღრაძე
შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლების პროექტი მოიცავს სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის და საგრანტო კონკურს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის. პროექტი 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე პროგრამაზე დარეგისტრირდა 633 მსმენელი და გაიცა 239 სერთიფიკატი.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ულოცავს შერჩეულ კანდიდატებს პროგრამაში მოხვედრას და უსურვებს წარმატებას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)