თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს მარიკა კობახიძის ბლოგპოსტს: „ვიდრე, მე თქვენი „შთაგონების წყარო" ვარ"...
„მიიღეთ თითოეული ადამიანი და მისი შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც ბუნების კანონი და მრავალფეროვანი საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, მრავალფეროვნება კი საშიში არ არის, მრავალფეროვნებაა ის, რასაც ჩვენი სამყარო ეფუძნება.
მანამდე კი...
მანამდე კი ეძიეთ შთაგონების წყარო ისეთ რამეებში, როგორიცაა წიგნები, მუსიკა, ფილმები, საყვარელი ადამიანები და ყველაფერი ის რაც ემოციებს იწვევს თქვენში. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არა ჩემს, არა სხვის, არა სხვა ნებისმიერ შეზღუდულ შესაძლებლობაში!", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: gyla.ge