თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ძალისხმევით სასამართლომ კიდევ ერთ პირის მიმართა გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
„პროკურატურა სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ დ.კ-მ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომელს და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას. საია-ს ადვოკატი მოითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდებოდა დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლომ გაიზიარა საია-ს ადვოკატის არგუმენტები და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge