თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით, ეფექტური შრომის ინსპექციის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
„შრომის ინსპექცია არის ის დაწესებულება, რომელსაც სულ მცირე შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს, რომელსაც შეუძლია სულ მცირე ადამიანებს მისცეს შედარებით ნორმალურ გარემოში ცხოვრების უფლება. ჩვენ ვსაუბრობთ შრომის ინსპექციაზე და არა ტექნიკურ ზედამხედველობის კანტორაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში