en
ge

„დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე“

თბილისი. 27 ოქტომბერს, ორგანიზაციის „პირველი მუხლი (ადამიანის უფლებებზე ზრუნვის სახლი)" პროექტის „დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე" ფარგლებში პირველი ღონისძიება ე.წ. ჩაი-ფართი გაიმართა.
„მოწვეული საპატიო სტუმარი იყო საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში ქალბატონი ეკატერინე სხილაძე. მან ახალგაზრდებს წარუდგინა გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2016 წლის ანგარიში „ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ". პრეზენტაციის ფარგლებში საპატიო სტუმარმა ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ქალთა თვითმკვლელობა, ნაადრევი ქორწინება, სელექციური აბორტი, „ქალწულების" ტესტი, სუროგაცია და სხვ. ასევე მიმოიხილა მთავარი რისკ-ჯგუფები, ძალადობის ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სფეროში არსებული მიღწევები და ხარვეზები", ნათქვამი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)