en
ge

„საიას დახმარებით 13–14 ივნისის სტიქიით დაზარალებულები პირები კომპენსაციას მიიღებენ“

თბილისი. საიას ოფისის თბილისის ოფისის დახმარებით 2015 წლის 13–14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირები კომპენსაციას მიიღებენ, – ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
„საია თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენდა ხუთი ოჯახის ინტერესებს ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელეები ითხოვდნენ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, რადგან მათ სტიქიის ზონაში ათეულობით წლის წინ დაკავებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები და შესაბამისად, წარმოადგენდნენ დაკავებული მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებს. ... თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ კომპენსაციის გაცემა შესაძლებელი იყო საკუთრების უფლების აღიარების გარეშეც და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ...", ნათქვამია საიას ინფორმაციაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)