თბილისი. „ღია გალერეაში" გიორგი სიჭინავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
„გიორგი აუტისტური სპექტრის მქონე უნიჭიერესი მოზარდია. მისი შინაგანი სამყაროს აღქმა რთულია, უსაზღვროა მისი უნარები...
მიუხედავად იმისა, რომ არ მეტყველებდა და არც ცალკეულ სიტყვებს წარმოთქვამდა, 3 წლის ასაკში 33 ასო-ბგერის წერა და დასახელება შეეძლო. 4 წლის ასაკში სამნიშნა ციფრებს ცნობდა.
„ღია გალერეაში" წარმოდგენილია მისი ფერწერა, გრაფიკა. იგი კარგად ფლობს ძერწვის ტექნიკას, ქაღალდის ხელოვნებას და მდიდარი ფანტაზიის დახმარებით საინტერესო ნამუშევრებს ქმნის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში