სამცხე-ჯავახეთი. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით, დემოკრატ მესხთა კავშირში ფილმის „ბიჭუნა ზოლიან სამოსში", ჩვენება გაიმართა.
„ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე მოვლენებს და პატარა ბიჭუნას ისტორიას შეეხება. ღონისძიება ორგანიზებულ იქნა ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერ პროგრამა PITA-ს ფარგლებში... პროექტის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში