თბილისი. კაფეში „კივი" ქალთა ფონდის ორგანიზებით პარტიზანი მებაღეობის მხარდასაჭერი საღამო გაიმართა. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფემინისტური და მწვანე მოძრაობების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.
ღონისძიებაზე აღინიშნა ვეგანობის როლი გარესამყაროს დაბინძურების წინააღმდეგ, აქტივიზმი და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობა. საღამოს სტუმრებმა მოუსმინეს, ასევე გასინჯეს „კივის"ვეგანური საკვები. შემოწირულობებისა და მაისურების/წიგნების გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად გადაეცათ პარტიზან მებაღეებს ახალი ნერგების შესაძენად.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში