თბილისი. 7-9 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ომბუდსმენის აპარატმა სომეხ კოლეგებს უმასპინძლა.
„სამ დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სომეხ კოლეგებს გააცნეს სახალხო დამცველის მანდატი, ინსტიტუტის როლი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებში, საქმისწარმოების წესები და ინდივიდუალურ საქმეებზე მუშაობის პრაქტიკა", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: ombudsman.ge