თბილისი. პროგრამის „სოციალური ლიდერების ფორუმი" ფარგლებში ხორციელდება მცირე პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის.
„პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან People in Need, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება და სოციალური საწარმო „My Sisters". პროექტის მიზანია სექტორთშორისი თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.
... ტრენინგ მოდული „სოციალური უნარები წარმატებისთვის" შემუშავებულია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, PIN-თან თანამშრომლობით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: pin.ge