თბილისი. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება" ფარგლებში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
„დასაქმების ფორუმზე, თბილისში მოქმედმა დიდმა და საშუალო საწარმოს ხელმძღვანელებმა სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვაკანსიები შესთავაზეს და მათ საწარმოში დასაქმების ან სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში