იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების მშობლებისთვის ჩატარდა ლექცია ოჯახის დაგეგმარების თემაზე.
„შეხვედრის მიზანი იყო არასასურველი ფეხმძიმობის პრევენცია, თანამედროვე კონტრაცეფციის, აბორტის პრევენციის, უშვილობასთან ბრძოლის შესახებ მშობლების ცნობიერების ამაღლება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში