შიდა ქართლი. ნოემბრის თვეში გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრმა დაიწყო კვლევა ადაპტირებული გარემოს შესახებ შშმ პირებისათვის.
„ახალგაზრდები გავიდნენ ველზე და დააკვირდნენ შენობების ადაპტირებას, კონკრეტულად შშმ პირთათვის, რამდენად იყო პანდუსები შენობებთან, რათა შშმ პირმა შეძლოს შესვლა სხვადასხვა დაწებულებაში და თუ უკვე არსებობს პანდუსი შენობასთან, რამდენად ესადაგება სტანდარტებს. ახალგაზრდებთან ერთად შევარჩიეთ ის ობიექტები, რომლებშიც ყველაზე ხშირად უწევთ ადამიანებს შესვლა. ჩვენთვის საინტერესო იყო ადაპტირებული ობიექტები და შეძლებს თუ არა ეტლით მოსარგებლე სკოლაში სიარულს, მაღაზიაში, აფთიაქში, კაფეში შესვლას დაბრკოლების გარეშე. კვლევის შედეგებს ახალგაზრდები წარუდგენენ თვითმმართველობას რის შემდეგაც დაიგეგმება ადვოკატირების კამპანია და მოხდება ქალაქში ადაპტირებული გარემოს გაუმჯობესება”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში