თბილისი. 21-29 ნოემბერს, 45 ჟურნალისტს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ტრენინგები ჩაუტარდა სხვადასხვა მიმართულებით.
„ეს მიმართულებებია-„კულტურული ღირებულებების გაშუქება"; „კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქება"; "ბიზნესის, ფინანსების და ეკონომიკის საკითხების გაშუქება".
პროგრამა სამწლიანია და მოიცავს (2018 წელს) შერჩეული მონაწილეებისთვის სასწავლო ტურს ბერლინსა და პოსტდამში. სამი წლის მანძილზე კი ჟურნალისტებს (საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან) ეძლევათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო და რეგიონული ექსპერტების დახმარებით, იმუშაონ სხვადასხვა თემაზე," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.media.ge