en
ge

„თბილისში ფინანსური განათლების დონე დაბალია“

თბილისი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხარისხი საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობისას საკმაოდ დაბალია.
„კვლევის მიზანი იყო დედაქალაქში ფინანსური განათლების დონის დადგენა, რაც გულისხმობდა, იმ ელემენტარული ტერმინების შესახებ ინფორმირებულობის დადგენას, როგორიცაა ინფლაცია და სავალუტო რისკი, ასევე მომხმარებლებსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის ურთიერთობისას წარმოშობილი თავისებურებები, საკუთარი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, ფულის დაზოგვისა და სიბერის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებები.
სამწუხაროდ გამოკითხულთა უმრავლესობა როდესაც „ინფლაციას" განმარტავს როგორც „ფულის გაუფასურებას", აქ ჩვენ საქმე არ გვაქვს მხოლოდ იმასთან, რომ ამა თუ იმ მოქალაქემ არ ჩაიხედა წიგნში და არ დაიზეპირა რა არის ინფლაცია. აქ საქმე გვაქვს საზოგადოებისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდებასთან", ნათქვამია „ბანკები და ფინანსების" ვებ-გვერდზე.
წყარო: bfm.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)