თბილისი. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის" რიგით მესამე, 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
„აღნიშნული სამოქმედო გეგმა, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, „ღია მმართველობა საქართველოს" სამდივნოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის) მიერ „ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმის ფარგლებშია შემუშავებული და მასში 24 უწყების 24 ვალდებულებაა გაერთიანებული. აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს მასშტაბით 19 შეხვედრა გაიმართა", ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge