თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 2016 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა.
„განაცხადში EMC უთითებს ლგბტ თემის უფლებების დარღვევის, ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემურ ფაქტებზე სახელმწიფოს არაეფექტურ რეაგირებაზე, რომელიც განსაკუთრებით 2012-2013 წლებში გამოიკვეთა და უსაფრთხოების გარანტიების გამო შემდგომში თემის საჯარო შეკრების უფლების სრული გაუქმება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისის ვრცლად დოკუმენტირებული თავდასხმების მიუხედავად, სასამართლომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დააკისრა არც ერთ ბრალდებულს და მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობა დაასახელა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში