თბილისი. 8 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
„საიამ დღემდე მონიტორინგის რვა ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით. საიას მეცხრე ანგარიში კი მოიცავს პერიოდს 2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით. ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა განახლებული მეთოდოლოგიით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, შშმ პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ თემის წარმომადგენლები და ა.შ) მიმართ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასებას გულისხმობს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge