en
ge

„რას მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება ქართველ მომხმარებელს“

გურია. „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ბათუმის ფილიალმა 16, 17 და 18 დეკემბერს ოზურგეთში პროექტის „რას მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება ქართველ მომხმარებელს" ფარგლებში 3 დღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობდნენ გურიასა და აჭარაში მცხოვრები მოხალისეები.
ტრენინგის თემატიკას წარმოადგენდა შემდეგი საკითხები:
•    სურსათის უვნებლობა და ეტიკეტირება;
•    მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოსა და ევროკავშირში;
•    მოხალისეობრივი საქმიანობა
ტრენერებმა მონაწილეებს ასევე კომუნიკაციის, ფასილიტაციისა და პრეზენტაციის ტექნიკები გააცნეს.
პროექტის სამოქმედო გეგმის მიხედვით აღნიშნული ტრენინგის მონაწილეები უახლოეს მომავალში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ თავიანთ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
პროექტი დაფინანსებულია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)