en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს მიმართავს...

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს მიმართავს, მხარი არ დაუჭიროს ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შემთხვევების სისხლის სამართლის წესით დასჯას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები ქვეყანაში პოლიტიკური დებატების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის სტანდარტის დათრგუნვას ნიშნავს.
„...საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებებს აქვს არსებობის უფლება, თუმცა ცილისწამების ინსტიტუტს სათანადოდ არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობა, მისი თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსში გაუქმება იყო დემოკრატიული გადაწყვეტილება და ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, უნდა მიმართავდეს სასამართლოს და დარღვეული უფლების დაცვას ცდილობდეს სამოქალაქო წესით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: barristers.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)