თბილისი. 20 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ორ საქმეზე: ჩოხელი და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ძიძავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
„აღნიშნული საქმეები 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ქართველების გამოძევებისა და აღნიშნულ პროცესში მათ მიმართ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეეხება.
... დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-4 ოქმის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ სამ პირთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ რაიმე ტიპის უფლებათა დარღვევა არ დაადგინა, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მათი დაპატიმრების და უცხოელთა დაკავების ცენტრებში ყოფნის ფაქტი", ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge