თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს საინფორმაციო ბროშურას: „რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს".
ბროშურაში ყურადღება გამახვილებულია: „ადმინისტრაციული დაკავებისას, ნარკოლოგიური შემოწმებისას, პოლიციის მიერ პრევენციული უფლებამოსილებით სარგებლობისას, მოწმედ დაბარებისას, ქმედებების ადრესატისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებზე, რომელთა ცოდნაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, როდესაც შესაბამისი ორგანოს თანამშრომელი არ ასრულებს კანონისმიერ ვალდებულებას და ქმედების ობიექტს უფლებებსა და განსახორციელებელი ღონისძიების საფუძველს არ განუმარტავს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge