თბილისი. „ჯამფსტარტ ჯორჯია" აქვეყნებს ინფოგრაფიკას: „სასკოლო განათლების გამოწვევები საქართველოში".
„განათლების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში მასწავლებელთა 22% 60 წელს ზემოთაა, მაშინ, როდესაც 30 წლამდე მასწავლებლების რაოდენობა 5%-ს შეადგენს.
მასწავლებლების დაბერების გარდა, საქართველოს განათლების სისტემა სხვა გამოწვევების წინაშეც დგას. ბოლო 7 წლის განმავლობაში, საშუალოდ, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა 72% საკვალიფიკაციო გამოცდებში იჭრება", ნათქვამია ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში