en
ge

განცხადება დანაშაულის სტატისტიკის გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები დანაშაულის სტატისტიკის გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები საჭიროდ მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც სამინისტრო სისხლის სამართლის დანაშაულის სტატისტიკას პერიოდულად აღარ გამოაქვეყნებს.
დემოკრატიული პოლიციის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მოითხოვს, რომ პოლიცია იყოს ღია მის ქმედებებზე ზედამხედველობის განხორციელებისათვის. გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას კი საჯარო საინფორმაციო ანგარიშები წარმოადგენს, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს დანაშაულის სტატისტიკას, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, ანგარიშებს ადამიანის უფლებების დაცვის ან პოლიციის შიგნით კორუფციის შემთხვევების თაობაზე და ასევე საზოგადოებისათვის საყურადღებო სხვა მონაცემებს. სტატისტიკურ ანალიზს შეუძლია მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანოს ეფექტური და კვალიფიციური საპოლიციო სამსახურის ჩამოყალიბებაში", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023