თბილისი. დაცვის სამინიტროს ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.
„კონვენციის მნიშვნელობა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განსახორციელებელი პროექტები, ადრეული შეტყობინების სისტემა დევდორაკსა და ამალის ხეობაში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ნაწილის აპროქსიმაციის პროცესი, ნარჩენების კოდექსი და ეროვნული სატყეო კონცეფცია - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც უწყების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს", ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: სამინისტროს ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში