შიდა ქართლი. პროექტ ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის წევრები გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი"-ს ესტუმრნენ.
„გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" მიერ ორგანიზებულ ტრენინგში თემაზე ადვოკატირება. გაცვლითი პროგრამის მიზანს ორი რეგიონის ახალგაზრდების დაახლოება და ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა წარმოადგენდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში