თბილისი. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ავრცელებს განცხადებას მეთორმეტე კლასელი გოგონას რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტები ადგილზე შეისწავლიან თეონა ბერიძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტს და სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ დისკრიმინაციის მსხვერპლს.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინციდენტი დაფიქსირდა სოფელ მოხეში, რომელიც მუსლიმი თემის დისკრიმინაციის გამო არაერთხელ გამხდარა ყურადღების საგანი. მოხეს მუსლიმი თემი, რომელიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, წლების განმავლობაში ითხოვს ისტორიული მეჩეთის შენობის დაბრუნებას ან მინიმუმ მის კონსერვაციას, განადგურების თავიდან არიდების მიზნით, თუმცა უშედეგოდ", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.gdi.ge