თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს პროექტს „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება", რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგი.
„მედიამონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია", ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის ვებ-გვერდზე.
წყარო: unicef.ge