თბილისი. 26 დეკემბერს ომბუდსმენის წარმომადგენელი პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე გიორგი გაბედავას შეხვდა.
„გიორგი გაბედავას მიერ მოწოდებული ვიდეომასალით, რომელიც მან სოციალურ ქსელშიც ატვირთა, დასტურდება, რომ პოლიციის წარმომადგენლები დასადგმელი ქოლგის გამოსაყენებლად მერიის წერილობით თანხმობას სთხოვენ. ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იმ პერიოდში ცუდი ამინდი იყო. გაბედავას განმარტებით, მას ასევე არ მიეცა საშუალება პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, ფართო ტროტუარზე კარავი გაეშალა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებს, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი შეკრების თავისუფლების რეალიზებას", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge