თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” საპოლიციო რეიდის მარეგულირებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
„ორგანიზაციამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს "პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ე.წ. „რეიდი". სარჩელში აღნიშნულია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 (ფიზიკური თავისუფლების უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებით დაცული უფლები", ნათქვამია EMC-ის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge