en
ge

ცენტრი „აფხაზეთი“ ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

თბილისი. 28 დეკემბერს, ცენტრმა „აფხაზეთმა" ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით 2016 წლის დეკემბერში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
„პროექტის ფარგლებში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონში სოციალური საწარმოები დაფუძნდება, რომლებშიც მოზარდები დასაქმდებიან. აღნიშნული პროექტის თანა-განმცხადებლები გახლავთ საზოგადოება „ბილიკი" (გორი) და ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" (მცხეთა). პროექტის ბენეფიციარები აღნიშნულ რეგიონებში მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში მყოფი მოზარდები არიან. ახლად დაფუძნებულ სოციალურ საწარმოებში მოხდება პროექტში ჩართული მოზარდების გადამზადება სხვა და სხვა უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით და შემდგომი მათი დასაქმება”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ცენტრი „აფხაზეთის" ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023