თბილისი. „შემოქმედებითი საქართველო" აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის, ფარგლებში.
„დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის ამოცანების ანალიზს და გამოწვევების ფორმულირებას. ნაშრომი განიხილავს რა საზოგადოების, მთავრობის, საჯარო სამსახურების, კერძო სექტორისა და მემკვიდრეობით დაინტერესებული სხვა ჯგუფების წინაშე არსებულ პრობლემებსა და შესაძლებლობებს მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, გარკვეულ სტრატეგიულ ამოცანებზეც იძლევა ზოგად რეკომენდაციებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: creativegeorgia.ge