თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს საჯარო სამსახურის მიერ რეორგანიზაციის პროცესის ჩატარების წესისა და ამ პროცესში საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების სამართლებრივი დაცვის გარანტიების მიმოხილვას.
„ნებისმიერ საჯარო მოხელეს, საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას დადგენილი წესით 1 თვის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს და გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამ დროს მოხელეს, რომელიც მიიჩნევს, რომ უკანონოდ იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, არ მოეთხოვება შესაბამისი აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება და მას შეუძლია პირდაპირ მიმართოს სასამართლოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge