en
ge

გამჭვირვალობა ვასილ მაღლაფერიძის არჩევაზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ვასილ მაღლაფერიძის არჩევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერებაზე მიუთითებს".
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა ცალსახად ვერ მოახერხა მაუწყებლის დირექტორად პოლიტიკურად ნეიტრალური პირის არჩევა, რაც უარყოფითად აისახება მაუწყებლის რეპუტაციაზე და შესაძლოა შეაფერხოს არხზე დაწყებული რეფორმა, მათ შორის, ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის და საკადრო პოლიტიკის  დანერგვა. ყოველივეს დაშვება კვლავ შეაფერხებს არხის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მის ყველა წევრს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპიდან გამომდინარე, მკაფიოდ და ნათლად განმარტოს მაუწყებლის დირექტორად პოლიტიკურად აფილირებული კანდიდატის არჩევის გადაწყვეტილება და შესაბამისი არგუმენტებით გაფანტოს ეჭვები საბჭოს წევრებზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის ან პროცესში გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესის არსებობის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)