თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი Human Rights Watch-ის 2016 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
„ანგარიშში ნახსენებია ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების პრობლემებიც. მოტანილია გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე. მასში ასახული იყო კერძო და საჯარო სფეროებში გავრცელებული ძალადობა ქალთა წინააღმდეგ, რომლის მიზეზადაც „ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური დამოკიდებულებები და გენდერული სტერეოტიპები" სახელდება. ანგარიშში ხაზგასმულია, ფემიციდის/ქალთა მკვლელობების შემაშფოთებელი რაოდენობა, პოლიციის უუნარობა, რეგისტრირებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სათანადო დაცვა, ასევე მიდგომა, რომ ასეთი ძალადობა ადამიანების პირადი საქმეა", ნათქვამია ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში