თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (NHC) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამოსავლენად.
„საერთაშორისო სისხლის სამართლის კომპლემენტარულობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში აწარმოოს გამოძიება. საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით არღვევს აღნიშნულ პრინციპს და მრავალი დაზარალებულის უფლებას", ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.humanrights.ge