შიდა ქართლი. „ქართლოსი" შიდა ქართლში გოგონათა და ბავშვთა უფლებების დაცვას იწყებს.
„პროექტისთვის შიდა ქართლის რეგიონში 9 სკოლა შეირჩევა. მოსწავლეებთან ერთად, ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა პედაგოგებსა და დაინტერესებულ მშობლებსაც ექნებათ. ადამიანის უფლებებზე მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, პროექტში თემის ლიდერები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. საზოგადოებაში ქალის როლზე, გენდერულ სტერეოტიპებსა და თანასწორობაზე გამართულ ტრენინგებს იურისტი, ნინო ელბაქიძე გაუძღვება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: kartlosinews.wordpress.com