en
ge

საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე: კედლის მხატვრობის და ფასადის დეკორატიული ელემენტების საკონსერვაციო პროექტის მომზადება და პრაქტიკა

ბათუმი. 21 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია #21) გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე: კედლის მხატვრობის და ფასადის დეკორატიული ელემენტების საკონსერვაციო პროექტის მომზადება და პრაქტიკა.
მოცემული ლექციის ფარგლებში, მონაწილეთათვის მიმოხილული იქნება კედლის მხატვრობის და ისტორიული შენობის ფასადების დეკორატიული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაციის საკითხები - პროექტირება, მართვა და ფიზიკური რესტავრაცია.
ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი.
ლექციის ფორმატი: თავისუფალი (შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა ნებისმიერ დროს და დისკუსიაში მონაწილეობის მიღება).
ლექციას გაუძღვება - ლელა ნინოშვილი.
ლექცია ტარდება ორგანიზაცია "ბათომისა" და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პროექტის "კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ - სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ.
სრულად..
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)