თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „როგორ არღვევს კანონს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან მიმართებით".
„პარლამენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და დროულად უზრუნველყოს საბჭოს შევსება ახალი წევრებით, რათა გარანტირებული იყოს სამეურვეო საბჭოს შეუფერხებელი მუშაობა. ასევე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა უნდა იყოს გამჭვირვალე და მაქსიმალურად ობიექტური პროცესი, რაც თავის მხრივ მაუწყებლის დამოკიდებლობის ერთერთი წინაპირობაა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge