თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს პარლამენტს განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე.
„არსებული მდგომარეობით, რეორგანიზაციის საფუძველზე საჯარო დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დაიწყო შტატების შემცირება. საიასთვის, საჯარო მოხელეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იკვეთება რისკები, რომ მოხდეს თვითნებურად და შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო რიგ შემთხვევებში, ასევე - მოხელეთა იძულება პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge