en
ge

კვლევა ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტურობაზე

თბილისი. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს, თუ როგორ აისახა 2005 წელს ბოლონიის პროცესში გაწევრიანება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე.
„კვლევა მიმოიხილავს 2005-2015 წლებში საქართველოში ბოლონიის პროცესის მიმდინარეობას და პროცესის ფარგლებში განხორციელებული უმაღლესი განათლების რეფორმების ეფექტურობას.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი ზოგადი ტენდენციებიდან აღსანიშნავია, რომ ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად საქართველოში მოწესრიგდა საკანონმდებლო ჩარჩო და დაინერგა ხარისხის ერთიანი სისტემა (უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემა), შემუშავდა კვალიფიკაციათა ჩარჩო, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, დაინერგა საკრედიტო სისტემა, ა.შ. თუმცა, მიუხედავად ნორმატიულ დონეზე მიღწეული წარმატებებისა იკვეთება კონკრეტული პრობლემები საუნივერსიტეტო სწავლების დონეზე, რომლებიც უშუალო კავშირშია სწავლებისა და სწავლის, კვლევის ხარისხის გაუმჯობესებასთან", ნათქვამია „ღია საზოგადოება-საქართველოს" ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)