en
ge

საია: „ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია“

თბილისი. 18 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს. საიას განცხადების პასუხად, სამინისტრომ განაცხადა: „მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის დაცული სამინისტროში, შესაბამისად სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა."
„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია გაზპრომთან მოლაპარაკებებში აქტიურდ იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მიღწეული შეთანხმების თაობაზე თავად მინისტრმა აცნობა საზოგადოებას, გაურკვეველია რას ეფუძნება სამინისტროს მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი პასუხი.
სამინისტროს მოქმედება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის კომპანია გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების საიდუმლოდ მიჩნევის რეალურ საფუძველს. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ სამინისტრო ცდილობს არ გასცეს ინფორმაცია, რომლის გაცემის ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია", ნათქვამია საიას განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023