თბილისი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პარტნიორი ორგანიზაციები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების განხორციელებას იწყებენ.
„პროექტების მიზანია პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პირობით მსჯავრდებულებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა. პროექტში მონაწილე ორგანიზაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად, სამიზნე ჯგუფებისთვის პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის, მათი ფსიქო-სოციალური და სამედიცინო დახმარების, ასევე, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით იმუშავებენ", ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: სამინისტროს ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში